ჩარიცხვის პარამეტრები

ამ კურსის შესახებ

აღნიშნული 10-საათიანი ონლაინ თვითმართული კურსის ფარგლებში თქვენ შეისწავლით ელექტრონული კომერციის საფუძვლებს, როგორ მუშაობს და როგორ გამოვიყენოთ ევროკავშირის წამყვანი ელ. კომერციის პლატფორმები. ამ კურსის განმავლობაში დეტალურად გაგაცნობთ, თუ როგორ მუშაობს ელექტრონული კომერცია, საფუძვლებით დაწყებული, მარკეტინგით დამთავრებული, ასევე იმ გზას, რომელსაც თქვენი პროდუქტი მომხმარებლამდე მიტანამდე გადის. ყურადღებას გავამახვილებთ პრაქტიკულ და კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ დაიწყოთ გაყიდვა ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე (Amazon და eBay), რომ გქონდეთ მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ. კურსის გავლის შემდეგ გექნებათ სრული ცოდნა ელექტრონული კომერციის საფუძვლების შესახებ; გეცოდინებათ,  როგორ იმოქმედოთ და გაყიდოთ პროდუქტი ევროკავშირის წამყვან ელ. კომერციის პლატფორმებზე. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი მიიღებს  ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამის ციფრულ მიკრო-კრედიტს (EU-aligned digital micro-credential), რომელიც შეუძლიათ დაამატონ LinkedIn- ზე ან CV-ში.

ვისთვის არის განკუთვნილი ეს კურსი?

  • ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ვისაც სურს ქართულ ენაზე ისწავლოს ელექტრონული კომერცია;
  • კომპანიის მფლობელები, რომელთაც სურთ  ბიზნესის გაფართოება და ევროკავშირის ბაზარზე შესვლა;
  • დასაქმებულები, რომელთაც სურთ გაიუმჯობესონ ცოდნა ელექტრონული კომერციის მიმართულებით, რათა აიმაღლონ შრომისნაყოფიერება;
  • მეწარმეები ან ბიზნესპროფესიონალები, რომლებიც ცდილობენ გაზარდონ თავიანთი შემოსავალი და გააფართოვონ მომხმარებელთა ბაზა ევროკავშირის ელ. კომერციის პლატფორმების მეშვეობით.
  • ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ვისაც სურს მეტი გაიგოს ელექტრონული კომერციის შესახებ ევროკავშირის ელ. კომერციის პლატფორმების მეშვეობით და სურს გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი ციფრულ ეპოქაში.

რას ისწავლით?

  • გაეცნობით ელექტრონული კომერციის ძირითად მახასიათებლებს და გაიგებთ, რა სარგებელი შეუძლია მოუტანოს მან მცირე და საშუალო საწარმოებს
  • გაეცნობით სხვადასხვა ტიპის ელექტრონული კომერციის პლატფორმებს, რათა შეძლოთ ისეთი პლატფორმის შერჩევა,  რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება კონკრეტულ ბიზნესსა და მის საჭიროებებს.
  • მიიღებთ ცოდნას ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე რეგისტრაციის პროცედურების, დოკუმენტებისა და მოთხოვნების შესახებ და გაეცნობით იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას თქვენ მიერ არჩეულ პლატფორმაზე  შესვლისთვის 
  • მიიღებთ ცოდნას იმის შესახებ, თუ რა ტიპის მარკეტინგული სტრატეგიები და ინსტრუმენტები გამოიყენება ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე, გაიგებთ, რა განაპირობებს პროდუქციის კატალოგის ეფექტურობას, აგრეთვე შეძლებთ მიღებული ცოდნის გამოყენებას პროდუქციის კატალოგების შექმნის პროცესში
  • გაიგებთ მომხმარებელთა მხარდაჭერის მნიშვნელობას ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე, გაეცნობით მხარდაჭერის ტიპებს და  მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის მეთოდებს
  • გაეცნობით ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებული სამართლებრივ და მარეგულირებელ ნორმებს, მათ შორის ევროკავშირის დღგ-სა და გადასახადების შესახებ, კანონს მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, ბრენდის ანგარიშის დაბლოკვისა და მონაცემთა დაცვის წესებს
  • გაეცნობით შესაბამის საბაჟო პროცედურებსა და რეგულაციებს, რომლებიც ვრცელდება ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერციის ტრანზაქციებზე

რა დროა საჭირო კურსის გასავლელად?

  • 10 საათი ერთი ელექტრონული კომერციის პლატფორმისთვის

კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი

  • კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი

კურსის თემები

  • ელექტრონული კომერცია, გაყიდვა ევროკავშირში, ელექტრონული კომერციის პლატფორმა, ევროკავშირის ელექტრონული კომერციის პლატფორმები, Amazon, eBay

კურსის ორგანიზატორები

  • EU4Digital Facility 

კურსი შემუშავებულია

  • EY Lithuania-ის მიერ ლიცენზირებულ რესურსებზე დაყრდნობით.

კონტენტ პარტნიორები

  • atingi - ლიცენზირებულ რესურსებზე დაყრდნობით.

კურსთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაცია

  • ტექნიკური პრობლემების ან კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით atingi@giz.de
  • კურსის თემებთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით eu4digitalacademy@lt.ey.com

ლიცენზია

  • CC BY-NC-SA

ამ კურსს სტუმრად უყურებთ. კურსის გასავლელად საჭიროა დარეგისტრირება.
დააწკაპუნეთ აქ ჩასაწერად.
(გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ არ გაქვთ ანგარიში პლატფორმაზე, უნდა დარეგისტრირდეთ)